geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროექტმა გრანტი მოიპოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროექტმა „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ პროფესიული უნარების სააგენტოს  მიერ  პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის "ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებასთან დაკავშირებით" გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

 

პროექტი, რომელიც საგრანტო დაფინანსებით 2025 წელს განხორციელდება, პროფესიულ სტუდენტებს პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად ექსტრაკურიკულური აქტივობებში და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

 

პროფესიული უნარების სააგენტოს კონკურსის ძირითადი მიზანია  პროფესიულ განათლებაში არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერება და სტუდენტური სერვისების განვითარება; მონაწილეებში საკვანძო კომპეტენციების განვითარება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, სწავლა-სწავლების, სტუდენტური სერვისებისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა.

თარიღი: 28/12/2024